ღაზის სექტორი უპრეცედენტო ჰუმანიტარულ კატასტროფას განიცდის – კატარის ემირი

,,ღაზის სექტორი უპრეცედენტო ჰუმანიტარულ კატასტროფას განიცდის”. ამის შესახებ კატარის ემირმა, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ ტანიმ დოჰას ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ემირმა დაგმო მშვიდობიან მოსახლეობაზე, მათ შორის ქალებსა და ბავშვებზე, თავდასხმა და განაცხადა, რომ ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს.

,,მსოფლიო რეალურად იყოფა მათ შორის, ვინც ამ ომის დასრულებისა და ომის მანქანის შეჩერებისკენ მოუწოდებს, და ვინც ყოყმანობს, თუნდაც ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდოს”, – აღნიშნა კატარის ემირმა.

მისი თქმით, ზოგიერთი ადამიანი ცდილობს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტი რელიგიური ომად წარმოაჩინოს.

„თუმცა, ეს კონფლიქტი იყო და ახლაც არის ოკუპაციის საკითხი და იმ ადამიანების საკითხი, რომლებსაც თვითგამორკვევის უფლება ათწლეულების განმავლობაში აქვთ წართმეული“, – აღნიშნა კატარის ემირმა.

მსგავსი თემები