აშშ-ში ტორნადოს სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის ტენესის შტატში ტორნადოსა და ძლიერი შტორმის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა.

სტიქიის შედეგად შენობები განადგურდა და დასახლებები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს დაზიანებული ავტომობილები, წაქცეული ხეები და დანგრეული შენობები.

სამი ადამიანი ტენესის შტატის დედაქალაქ ნეშვილის ჩრდილოეთ გარეუბანში დაიღუპა. სამი კი, მათ შორის ერთი ბავშვი, ქალაქ კლარკსვილში.

შექმნილი მდგომარეობის გამო ქალაქის მერმა, ჯო პიტსმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საღამოს 9 საათიდან დაწესდა ე.წ. „კომენდანტის საათი“.

მსგავსი თემები