ფონიჭალაში გატაცებულ არასრულწლოვანს პოლიცია ამ დრომდე ეძებს

ფონიჭალაში, 16 წლის გოგო ცოლად შერთვის მიზნით, გუშინ საღამოს 6-მა ადამიანმა გაიტაცა. ოჯახის ინფორმაციით, გამტაცებლები სახლში შეიჭრნენ და არასრულწლოვანი ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მშობლები ამბობენ, რომ მათი ქალიშვილი რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ მამაკაცზე დაინიშნა, თუმცა, მოგვიანებით, ქორწინებაზე უარი თქვა.

,,ნიშნობა იყო 9 თვის წინ, მერე ერთმანეთში რაღაც ლაპარაკი ჰქონდათ, გოგომ უარი უთხრა და ამის გამო ძალით წაიყვანა”, – აცხადებენ გატაცებული გოგოს ოჯახში.

საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთამდე გრძელდება, თუმცა კონკრეტული ადგილსამყოფელი, თუ სად წაიყვანეს არასრულწლოვანი გამტაცებლებმა, ამ ეტაპზე უცნობია. პოლიციაში გამოკითხვაზე ამ დრომდე იმყოფებიან 16 წლის ულდუზ პაშაევის ოჯახის წევრები. გამოძიება ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

 

მსგავსი თემები