გვაქვს მოლოდინი, რომ 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული – ნინო წილოსანი

,,გვაქვს მოლოდინი, რომ 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული”. ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

„ის ფაქტი, რომ გარკვეული წინააღმდეგობები არსებობს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების პროცესში, არანაირად არ უნდა აფერხებდეს საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, რადგან როგორც 1 წლის წინ საქართველო ნეგატიური კონტექსტით იყო გამოთიშული ტრიოს, ასევე შესაძლებელი იქნება, რომ ამჯერად პოზიტიური ჭრილით გამოეყოს ამ მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მსგავსი თემები