იაპონია უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარით დაეხმარება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იაპონია უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარით დაეხმარება. მისი თქმით,  იაპონია თანმიმდევრულად და ძალიან პრინციპულად უჭერს მხარს უკრაინას და უკრაინელ ხალხს.

,,მინდა მადლობა გადავუხადო იაპონიას ძალიან დროული და საჭირო გადაწყვეტილებისთვის დაეხმაროს უკრაინას. 4.5 მილიარდი დოლარი – ეს საერთო თანხაა. პირველი ნაწილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობით მივიღებთ იანვარში. დახმარების პაკეტის ძირითად ნაწილს გაზაფხულზე ველოდებით”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები