ღაზის სექტორში თავდასხმის შედეგად ერთი ოჯახის 17 წევრი დაიღუპა

”სიენენი” ინფორმაციით, ღაზის სექტორში ერთი ოჯახის 17 წევრი დაიღუპა, მას შემდეგ, რაც სახლი ისრაელის საჰარო თავდასხმის ქვეშ მოყვა.

მედიასთან სატელეფონო ინტერვიუს დროს 56 წლის რაფაატ აბუ შიჰამ განაცხადა, რომ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა შორის ოთხი ბავშვია.

,,შენობას ორჯერ დაარტყეს რაკეტებით დრონიდან და ერთხელ რაკეტით გამანადგურებელი თვითმფრინავიდან”, – განაცხადა რაფაატმა.

მისივე თქმით, რამდენიმე ადამიანი ნანგრევების ქვეშ იყო ჩარჩენილი.

,,შენობა მთლიანად დაინგრა. რვა ბავშვი და სამი ქალი კვლავ ნანგრევების ქვეშ არიან სასწრაფო დახმარების გარეშე”, – აცხადებს რაფაატი.

მსგავსი თემები