ბრიტანეთმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.

სანქციები დაწესდა 17 პირის მიმართ. ესენი არიან პროკურორები, მოსამართლეები და გამომძიებლები, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკური აქტივისტების, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების დევნასა და რეპრესიებში.

,,ჩვენ არ მოვითმენთ კრიმინალებს და რეპრესიულ რეჟიმებს, რომლებიც არღვევენ უბრალო ადამიანების ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს მთელ მსოფლიოში. დიდი ბრიტანეთი და ჩვენი მოკავშირეები გააგრძელებენ დაუნდობელ დევნას, ვინც ხალხს ართმევს თავისუფლებას”, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა.

ბრიტანეთმა ასევე სანქციები დააწესა ჰაიტის, ირანისა და სირიის მთავრობებთან, სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგაც.

მსგავსი თემები