წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა

წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა.

,,გმირ სამხედროს დევნილთა დასახლებაში სკვერისა და სპორტული მოედნის გახსნის სურვილი სიცოცხლეშივე ჰქონდა. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ეს სურვილი რამდენიმე წლის წინ განახორციელა. დღეს კი, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ინიციატივითა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სკვერში გმირის მემორიალი გაიხსნა”, – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი სამხედრო, არჩილ ტატუნაშვილი, რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი, 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო, წამებით მოკლეს. მისი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის შემდეგ, 23 თებერვალს გასაჯაროვდა.

ქართული მხარე და ოჯახი ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. ექსპერტიზის მიხედვით, დაბრუნებულ ცხედარს მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.

მსგავსი თემები