ნოვოსიბირსკში, ძრავის პრობლემების გამო, სამგზავრო თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ავარიულად დაეშვა

რუსული S7 Airlines-ის კუთვნილი Boeing 737 ტიპის თვითმფრინავი, რომელიც ნოვოსიბირსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში ავარიულად დაეშვა. ავარიულად დაშვება ძრავთან დაკავშირებულმა პრობლემამ გამოიწვია.

პრობლემა შესაძლოა ძრავის ცვეთას ან მასში მოხვედრილ უცხო საგნებს გამოეწვიათ.

“ტელეგრამ” არხი “ბაზა” იტყობინება, რომ ბორტზე 176 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან არცერთი არ დაშავებულა.

“ბაზას” ცნობით, ორ დღეში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ძრავის პრობლემის პილოტებს ავარიული დაშვება უწევთ.

მსგავსი თემები