გერმანიაში რკინიგზის მემანქანეები გაიფიცნენ

გერმანიაში რკინიგზის მემანქანეები გაიფიცნენ. მემანქანეები მას შემდეგ გაიფიცნენ, რაც სარკინიგზო კომპანია „დოიჩე ბანთან“ მოლაპარაკებები ჩავარდა.

მატარებლების მიმოსვლა 7 დეკემბრის 22:00 საათიდან, 8 დეკემბრის საღამომდე შეჩერებულია. აღნიშნული. სავარაუდოდ რეგიონული თუ შორი დისტანციის ათასობით რეისის ჩაშლას გამოიწვევს.

მემანქანეთა პროფკავშირების წარმომადგენლების განცხადებით, გაფიცულები კვირაში 38-საათიანი სამუშაო გრაფიკის 35 საათამდე შემცირებას, თვიური ანაზღაურების 555 ევროთი გაზრდასა და ინფლაციის კომპენსაციისთვის ერთჯერადად 3 000-ევროიან ანაზღაურებას ითხოვენ.

„დოიჩე ბანმა“კი  სამუშაო გრაფიკის შემცირებაზე უარი განაცხადა, სანაცვლოდკი თანამშრომლებს ხელფასის 11%-იანი ზრდა შესთავაზა.

მსგავსი თემები