რაკეთებით შეტევა კიევსა და კიევის ოლქზე – დაზიანდა კერძო სახლები

კიევსა და კიევის ოლქში დილის 9 საათისთვის საჰაერო განგასი გამოცხადდა, რაც ორი საათი გაგრძელდა.

საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული რაკეტები კიევთან მიახლოებამდე ჩამოაგდეს.

კიევის ოლქში რუსული რაკეტების ნამსხვრევებით დაზიანებულია კერძო სახლები.

წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა დნეპროპეტროვსკის ოლქში. პავლოგრადის რაიონში სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 დაიჭრა.

მსგავსი თემები