,,პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც”- ბაბი კირკიტაძე

მომღერალი ბაბი კირკიტაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. როგორც ბაბი კირკიტაძე წერს,  სოციალურ ქსელებში დამონტაჟებული ვიდეოჩანაწერი გაუვრცელეს.

,,ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მაგრამ როგორც ჩანს ადამიანების ბოროტებას საზღვარი არ აქვს!!! პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის! ვერც ჩურჩულით დადებული ხმა გიშველით და ვერც შუაში “სპიშკით” გადაფარული და დამონტაჟებული საზიზღრობა ფეიკით შემაშინებთ!!! ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ”, – წერს მომღერალი.

მსგავსი თემები