ესტონეთში პროკრემლისტური პარტიის წევრი ჯაშუშობისთვის დააკავეს

ესტონეთის უშიშროების სამსახურმა ქვეყნის წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობაში ეჭვმიტანილი ალან ჰანცომი, პროკრემლისტური პარტია Koos-ის წევრი დააკავა.

,,7 დეკემბერს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ესტონეთის 46 წლის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია ესტონეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ჯაშუშობაში და მსგავს ქმედებებში მხარდაჭერაში. ეს არის წინასწარი ეჭვი, რომელიც შესაძლოა შეიცვალოს გამოძიების დროს”, – თქვა სახელმწიფო პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა კაირა კუნგასმა.

ცნობისთვის, ალან ჰანტსომი “უკვდავი პოლკის” მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორია. 2023 წლის მაისში იგი შეუერთდა პროკრემლისტურ პარტია Koos-ს.

მსგავსი თემები