თუ დავუშვებთ პუტინის გამარჯვებას უკრაინაში, შემდეგი სხვა იქნება – კემერონი

თუ დავუშვებთ პუტინის გამარჯვებას უკრაინაში, შემდეგი სხვა იქნება და მხოლოდ ამერიკული ფული კი არ დადგება რისკის წინაშე, არამედ ეს შეიძლება იყოს NATO-ს წევრი ქვეყანა და ამერიკელების სიცოცხლე – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დეივიდ კემერონმა განაცხადა.

მინისტრი დასავლეთს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

,,ვიდექი თბილისში 2008 წელს, როდესაც მან [პუტინმა] ამ ქვეყნის ნაწილი დაიპყრო და ვაფრთხილებდი ყველას, რომ განმეორდებოდა და ახლა ეს ხდება უკრაინაში. თუ დავუშვებთ მის გამარჯვებას უკრაინაში, შემდეგი სხვა იქნება და მხოლოდ ამერიკული ფული კი არ დადგება რისკის წინაშე, არამედ ეს შეიძლება იყოს NATO-ს წევრი ქვეყანა და ამერიკელების სიცოცხლე. ვაპირებთ ვაღიაროთ, რომ ევროპული უსაფრთხოება ასევე არის ამერიკული უსაფრთხოება. ესაა ჩვენი თაობისთვის დიდი გამოცდა და უნდა ვიყოთ ერთიანები ამ საკითხში, უნდა გადავცეთ ფული უკრაინელებს და დავრწმუნდეთ, რომ პუტინია, ვინც მარცხდება”, – განაცხადა კემერონმა.

მსგავსი თემები