ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, თბილისის აეროპორტში რამდენიმე რეისი ვერ დაჯდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, რამდენიმე ავიარეისი ვერ დაჯდა. რეისები სათარიგო ეროპორტებში გადამისამართდნენ.

აეროპორტის ცნობით, ვერ შესრულდა „კატარის ავიახაზების“ რეისი დოჰა-თბილისი, რომელიც დაჯდა ერევანში, ავიაკომპანია „აზიმუტის“ რეისი მოსკოვი-თბილისი დაჯდა ქუთაისში და „ჯაზირას“ ავიახაზები ქუვეითი-თბილისი, ასევე დაჯდა ერევანში.

ამასთან, დღევანდელი რეისები გააუქმეს „პეგასუსმა“ და „თურქეთის ავიხაზებმა“ , ორივე სტამბოლი-თბილისის რეისი იყო.

მსგავსი თემები