მელია არის ადამიანი, რომელიც ამბობდა, ჯარიმას არ გადავიხდიო და გადაიხადა, პარლამენტში ვინც შევა, პუფები იქნებიანო და შევიდა, პარტიიდან არ წავალო და პარტიიდანაც წავიდა – თალაკვაძე

მელია არის ადამიანი, რომელიც ამბობდა, ჯარიმას არ გადავიხდიო და გადაიხადა, პარლამენტში ვინც შევა, პუფები იქნებიანო და შევიდა, პარტიიდან არ წავალო და პარტიიდანაც წავიდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მელია ჯერჯერობით ყველაფერს უკუღმა აკეთებს.

„აგერ, გამოჩნდა, რომ ადამიანი (ნიკა მელია), რომელიც ამბობდა, ჯარიმას არ გადავიხდიო, გადაიხადა ჯარიმა, ამბობდა, პარლამენტში არ შევალო და ვინც შევა, პუფები იქნებიანო – შევიდა პარლამენტში. შემდეგ თქვა, პარტიიდან არ წავალო და პარტიიდანაც წავიდა. ანუ, ჯერჯერობით ყველაფერს უკუღმა აკეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ადამიანმა რაღაც მუხტი გაიყოლა და პარტია დღეს მეტად დაშლილია. ეს კარგია პოლიტიკისთვის და კარგია იმისთვის, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ  „იმედის“ ეთერში.

მსგავსი თემები