აძვიდან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქის წინააღმდეგ, საოკუპაციო რეჟიმმა “სისხლის სამართლის საქმე” აღძრა

,,სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქის მიმართ “სისხლის სამართლის საქმე” აღძრა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მცხოვრებლები – 1988 წელს დაბადებული გიორგი მელაძე და 1994 წელს დაბადებული დიმიტრი კორინთელი, 24 ნოემბერს უკანონოდ დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.

„საგამოძიებო მოქმედებების დროს გამოვლინდა, რომ დიმიტრი კორინთელმა თავისი უკანონო ქმედებები მობილური ტელეფონით გადაიღო“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მათთან ერთად დაკავებული ხვიჩა კორინთელი კი 5 დეკემბერს გაათავისუფლეს.

მსგავსი თემები