რუსეთს 28 000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ტყვეობაში ჰყავს – დმიტრო ლუბინეცი

უკრაინის სახალხო დამცველის, დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, რუსეთს უკრაინის დაახლოებით 28 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე ტყვეობაში ჰყავს. მისი თქმით, 2 000 უკრაინის მოქალაქე 65 წელს გადაცილებულია.

,,დღეს მდგომარეობით, უკრაინის 28 ათასი მოქალაქე რუსეთის ფედერაციის ტყვეობაშია. ჩვენ ვერ ვამოწმებთ მათ მდგომარეობას, ვერ შევდივართ რუსეთის ციხეებში, ვერ ვაწვდით მედიკამენტებს. კიდევ ერთხელ მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, დაგვეხმარეთ ჩვენი მოქალაქეების დაცვაში, დაგვეხმარეთ მათ დაბრუნებაში!” – განაცხადა ლუბინეცმა.

მსგავსი თემები