პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ პუტინმა კრემლში, სახელმწიფო დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა რუსეთში 15 მარტს დაიწყება და 17 მარტს დასრულდება.

ვლადიმერ პუტინისთვის ეს უკვე მეხუთე საპრეზიდენტო არჩევნები იქნება. პირველად ის პრეზიდენტად 2000 წელს აირჩიეს.

მსგავსი თემები