ბაბი კირკიტაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხება

მომღერალი ბაბი კირკიტაძე მის შესახებ გავრცელებულ ვიდეომონტაჟთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხება.

ცნობისთვის, ბაბი კირკიტაძემ გუშინ, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ  სოციალური ქსელის „ჩატებში“  მის შესახებ დამონტაჟებული მასალა ვრცელდება.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მაგრამ როგორც ჩანს ადამიანების ბოროტებას საზღვარი არ აქვს. პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამონტაჟებულსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის“, – წერს ბაბი კირკიტაძე.

მსგავსი თემები