ჯო ბაიდენის ვაჟს გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტებზე ფედერალური ბრალი წაუყენეს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟს, ჰანტერ ბაიდენს გადასახადებისგან თავის არიდების გამო ფედერალური ბრალი წაუყენეს. როგორც საბრალდებო დასკვნაშია ნათქვამი, 53 წლის ჰანტერ ბაიდენმა  „ინდივიდუალურად მიიღო შვიდ მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი“ 2016 წლიდან 2020 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, მაგრამ „განზრახ არ გადაიხადა 2016, 2017, 2018 და 2019 წლების გადასახადები დროულად, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა თანხები ამ გადასახადების გადასახდელად“. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბაიდენის მიმართ გამოძიება გრძელდება.

მეტი...

ინალ არძინბამ პროექტები აკრძალა, რომელთა მიზანი ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტების დამყარებაა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და გაეროს სააგენტოებთან დაკავშირებულ აკრძალვებზე განცხადება გააკეთა. არძინბამ პერსონა ნონ-გრატად USAID -ის რეგიონული ხელმძღვანელი ჯონ პენელი გამოაცხადა. განცხადებაში ნათქვამია, რომ USAID-ს აფხაზეთში 8 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსებული პროექტი უნდა განეხორციელებინა. მისი თქმით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით კითხვარი მიიღო, არძინბა ამბობს, რომ ის “პროექტის მიზნებისა და ამოცანების მიზანმიმართულად ბუნდოვან ფორმულირებებს” შეიცავდა. ,,ამ პროექტის პრაქტიკული განხორციელების დროს გამოიკვეთა დიალოგის პლატფორმების შექმნა ონლაინ და ოფლაინ ფორმატებში, რათა დამყარებულიყო პირდაპირი კონტაქტი აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის, მათ შორის ლტოლვილებს შორის. შეგახსენებთ, რომ…

მეტი...

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 10 დეკემბრამდე – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 10 დეკემბერამდე საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს: ქ. თბილისში 10 დეკემბრამდე პერიოდულად წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): სითბოს ფონზე მცირე წვიმაა შესაძლებელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): სითბოს ფონზე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში  +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): მცირე წვიმაა…

მეტი...

რესპუბლიკელები მზად არიან, აჩუქონ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი პუტინს – კარინ ჟან-პიერი

რესპუბლიკელები მზად არიან, აჩუქონ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი პუტინს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რესპუბლიკერები ეროვნულ უსაფრთხოებასთან თამაშობენ. „გამაოგნებელია, რომ ჩვენ აქამდე მივედით და რომ რესპუბლიკელები კონგრესში მზად არიან, აჩუქონ პუტინს ყველაზე დიდი საჩუქარი, რომლის იმედიც პუტინს შეეძლო, ჰქონოდა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ. ასე რომ, ისინი თამაშობენ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასთან – აი, რას ვხედავთ ჩვენ დღეს აქ და ისტორია ამას ცუდად დაიმახსოვრებს. ასე რომ, რაც შეეხება ურთიერთობას, ჩვენ ძალიან ცხადად ვთქვით, რომ გვქონდა და გვაქვს დისკუსიები მათთან რეგულარულად“, – განაცხადა ჟან-პიერმა.

მეტი...

თავშესაფარში, 92 წლის ქალს, წყლის ნაცვლად, სადეზინფექციო საშუალება დაალევინეს

საბერძნეთში, 92 წლის ქალის გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოხუცს წყლის ნაცვლად სადეზინფექციო სითხე დაალევინეს. ოჯახმა თავშესაფრის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ჩხრეკისას ამოიღეს ბოთლი, რომელშიც სადეზინფექციო საშუალება აღმოჩინეს. დაკავებულია თავშესაფრის მფლობელიც. როგორც კამერებზე ჩანს,  მოხუცი ექთანს წყალს სთხოვს, ის კი, ერთ-ერთ ბოთლს იღებს და აწვდის ქალს. ქალმა სითხე დალია. როდესაც პერსონალი მიხვდა, თუ რა მოხდა, გამორეცხვები ჩაუტარეს, თუმცა ქალის გადარჩენა  ვერ მოხერხა.

მეტი...

დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო ხარაგაულის მუნიციპალიტეტში

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კურორტ ნუნისის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყეში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 5 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი), ასევე 4 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქანი. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში.

მეტი...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობას ზედამხედველობას საპატრულო პოლიცია გაუწევს.

მეტი...

ნიკა მელიას განცხადებით, პარტიას აფუძნებს

ნიკა მელიას განცხადებით, პარტიას აფუძნებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. „ეს პარტია ძალიან ბევრს გააკეთებს ქართული დემოკრატიისთვის. იქნებიან სკეპტიკოსები, ბევრი მინახავს ასეთი, მაგრამ შემდეგ მათ პოზიცია შეუცვლიათ. ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია, რომელზეც უნდა დაშენდეს კვალიფიკაცია, ცოდნაც, ხედვაც, იქნება ის პარტია, რომელიც დაფუძნდება და დაფუძნდება ძალიან მალე, გონივრულ ვადაში. ამ საკითხთან დაკავშირებით ხვალიდან დავიწყებთ მუშაობას. მნიშვნელოვანი სამუშაო იქნება გასატარებელი და შესაბამის პერიოდში დაფუძნდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მეტი...

„რაო, ვალიკო, რა მინდაო?”- ჩერგოლეიშვილი ნიკა მელიას განცხადებაზე

ნიკა მელიას მიერ ხსენებული კორუმპირებული სისტემის ცენტრი მიშაა, რომელიც დღეს იძულებულია, კეზერაშვილს ანგარიში გაუწიოს, – ამის შესახებ  თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „რაო, ვალიკო, რა მინდაო? P.S. ყველაფერი სიმართლედ მოწოდებული ნახევარსიმართლეა, სანამ მიშას არ დაუპირისპირდება. მის მიერ ხსენებული კორუმპირებული სისტემის ცენტრი მიშაა, რომელიც დღეს იძულებულია, კეზერაშვილს ანგარიში გაუწიოს“, – წერს ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქზე“. ცნობისთვის, ნიკა მელიას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს.

მეტი...

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. როგორც ბიჭის და წერს, მისი ძმა სახლიდან საღამოს 8-9 საათისთვის გავიდა და წერილი დატოვა. “ჩემო მეგობრებო, ჩემი ძმა გავიდა სახლიდან საღამოს 8-9 საათისთვის და დატოვა წერილი, 10-ის ნახევრიდან წყვეტს ყველანაირ კავშირს ახლობლებთან, თუ სადმე შენიშნავთ, ან დაგიკავშირდებათ მეგობრებს, ან რაიმე სახის ინფორმაციას გაიგებთ, გთხოვთ დამიკავშირდეთ, გააზიარეთ ვისაც შეგიძლიათ გთხოვთ, იქნებ ქუჩაში შეგხვდეთ და იცნოთ,   59214080”.,-წერს ბიჭის და სოციალურ ქსელში.  

მეტი...