,,გვჯერა, რომ ევროკავშირი უკრაინისადმი მიცემულ დანაპირებს შეასრულებს”- ზელენსკი

,,გვჯერა, რომ ევროკავშირი უკრაინისადმი მიცემულ დანაპირებს შეასრულებს” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

,,ამ კვირაში ჩვენ ველოდებით უკრაინის უმაღლესი რადას გადამწყვეტ ხმებს. ეს ასევე ეხება იმას, თუ რა უნდა გააკეთოს უკრაინამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების მოსამზადებლად. ჩვენი პრიორიტეტია ყველა იმ გადაწყვეტილების შესრულება, რომლებიც საჭიროა უკრაინისთვის, რაც აუცილებელია ევროპული მიმართულებით. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირი უკრაინისადმი მიცემულ დანაპირებს შეასრულებს. სწორედ ამაზე ვესაუბრე ესპანეთის პრემიერმინისტრს, პედრო სანჩესს. ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობების, ჩვენი ევროკავშირთან თანამშრომლობის შესახებ, ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერაზე, ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება გადაიდგას მთელი ევროპის გასაძლიერებლად”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები