ისრაელი-“ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 63 ჟურნალისტი დაიღუპა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემების მიხედვით, ისრაელი-“ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 63 ჟურნალისტი დაიღუპა. დაღუპულთა შორის, 56 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი იყო. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 11 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 19 კი დაკავებულია.

მეტი...

ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა – დაიღუპა 11 მთამსვლელი

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 11 მთამსვლელი დაიღუპა, ხოლო 12-ს ამ დრომდე ეძებენ. დასავლეთ სუმატრაში ვულკანი მარაპი კვირას ამოიფრქვა. ვულკანის ამოფრქვევისას  დაახლოებით 75 მთამსვლელი იმყოფებოდა მიმდებარე ტერიტორიაზე. ორშაბათს სამი გადარჩენილი 11 მთამსვლელის ცხედრებთან ერთად იპოვეს. კვირას 2 891 მეტრის სიმაღლის ვულკანი ამოიფრქვა. ხელისუფლებამ მეორე დონის საგანგებო ვითარება გამოაცხადა და მოსახლეობას კრატერთან მიახლოება 3 კილომეტრის მანძილზე აუკრძალა.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე – არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე – სავარაუდოდ დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. სამივე დაშავებული ავტომობილის მგზავრია.

მეტი...

ღაზის სექტორში სატელეფონო სერვისები და ინტერნეტკავშირი შეწყდა

სატელეკომუნიკაციო კომპანიის ინფორმაციით, ღაზის სექტორში სატელეფონო სერვისები და ინტერნეტკავშირი შეწყდა. „მწუხარებით გატყობინებთ, რომ ღაზის სექტორში ყველა სატელეკომუნიკაციო სერვისი შეწყდა ისრაელის მხრიდან ძირითადი ოპტიკურბოჭკოვანი მარშრუტების გათიშვის გამო. ღაზა ისევ ჩაბნელებულია“, – ნათქვამია PalTel-ის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მეტი...

ტანზანიაში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა

ტანზანიაში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა, დაშავებულია 85-ზე მეტი ადმიანი, თუმცა მონაცემები შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა. წვიმა ქალაქ კატეშში, დედაქალაქ დოდომას ჩრდილოეთით 300 კილომეტრში, შაბათს დაიწყო.

მეტი...

„ეს ბიჭი რა ტალახსაც იტანს, გაოცებული ვუყურებ მის მოთმინებას”- ჩარკვიანი ხაბეიშვილზე

 თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის მოთმინებით გაოცებულია. მისი თქმით, გაოცებული უყურებს მის მოთმინებას. „ეს ბიჭი რა ტალახსაც იტანს, გაოცებული ვუყურებ მის მოთმინებას. მომწონს ამღიარებელი კაცი, ამღიარებელი ადამიანი. თქვა, რომ მე ვარ ლეგიტიმურად არჩეული თავმჯდომარე, მაგრამ მე ვარ მიხეილ სააკაშვილის იდეით დაფუძნებულ პარტიაში. ეს ძალიან საინტერესო განცხადებაა. ამ ბიჭს ხომ ვერ ვათქმევინეთ ვერასდროს. მელია ამბობს: „მე, მე, მე“, უკაცრავად რა, შენი ნაშრომი არ არის მარტო. მელიამ, მიშას ხმები მინდაო, დაფინანსება მიშას მოპოვებული მინდაო, საგარეო პოლიტიკაში სააკაშვილით მინდა ყველაფერიო, მაგრამ „პიპინ-პიპინით“ უნდა ვიარო და დავაძინო პროცესიო“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

მეტი...

დანიის სანაპიროსთან 130 კილოგრამიანი ბომბი აფეთქდა

დანიის სანაპიროსთან 130 კილოგრამიანი ბომბი აფეთქდა, რომელიც მეთევზემ შემთხვევით, ბალტიის ზღვის ლანგელანის კუნძულის სამხრეთით იპოვა. დანიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბომბი სანაპიროდან 3.2 კილომეტრში, 12,5 მეტრის სიღრმეზე აფეთქდა. დანიის არმიის სარდლობის სპიკერის, აინ ამრიპურის განცხადებით, მეთევზე დღეს, დილის 7 საათზე, დანიის თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. მისი თქმით, ინციდენტი უჩვეულო არ არის.

მეტი...

პარიზში თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა

საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში, ვილჟუიფის დასახლებაში, მცირე ზომის, ორძრავიანი თვითმფრინავი, ავარიული დაშვებისას, საცხოვრებელი კორპუსის კედელს შეეჯახა. ბორტზე მყოფი სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს და პირველადი დახმარება გაუწიეს. დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ აღმოჩნდა. კორპუსში ან მის მიმდებარედ არავინ დაშავებულა.  

მეტი...