კრემლში ევროპელებს მოუწოდებს მედვედჩუკის მდგომარეობით დაინტერესდნენ  

რუსეთი, ერთი მხრივ ამტკიცებს, რომ მედვედჩუკი მას არ სჭირდება და რუსეთთან კავშირი არ აქვს, მეორე მხრივ კი აცხადებს, რომ კრემლი თვალყურს ადევნებს მის ბედს.

„თვალყურს ვადევნებთ უკრაინული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის” ხელმძღვანელის ვიქტორ მედვედჩუკის ბედს და ევროპელ პოლიტიკოსებსაც ამისკენ მოვუწოდებთ, რომლებიც ზრუნავენ სიტყვის თავისუფლებაზე. მიზანშეწონილია ველოდოთ, რომ ისინი შეაჩერებენ კიევის რეჟიმის წარმომადგენლებს ადამიანის პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნისგან“, – აცხადებს პუტინის პრეს-სპიკერი პესკოვი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელი პოლიტიკოსი და ოლიგარქი, პუტინის ნათესავი ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინაში მაშინ დააკავეს, როცა ის შინაპატიმრობიდან გაქცევას ცდილობდა. ის სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული. უკრაინული მხარე კი რუსეთს მედვედჩუკის ტყვეებში გაცვლას სთავაზობს.

„პოლიტიკურ ნაგავს ვცვლით გმირებში“ – უკრაინა მედვედჩუკის სანაცვლოდ ტყვეებს ითხოვს

მსგავსი თემები