ისრაელის არმია „ჰამასის“ გვირაბების დატბორვას გეგმავს – მედია

„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ისრაელის არმია „ჰამასის“ გვირაბების დატბორვას გეგმავს. გამოცემის ცნობით, ისრაელმა სატუმბი სისტემა დაამონტაჟა, რათა დატბოროს გვირაბები, რომლებსაც ღაზის სექტორში „ჰამასის“ წევრები იყენებენ.

მედიის ცნობითვე, ისრაელი ამ გზით გვირაბებიდან მებრძოლებს გამოსვლის იძულებას შეეცდება.

„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ისრაელმა, სულ მცირე, ხუთი სატუმბი დაამონტაჟა იძულებთ გადაადგილებული პირების ბანაკ აშ-შატის ჩრდილოეთით.

 

მსგავსი თემები