მეორე დღეა, კახეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

კახეთში მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი თუშეთის გზაზე მდებარე ტყეში, სოფელ ლეჩურის სიახლოვეს გაჩნდა.

სტიქიის ზონაში ქრობით სამუშაოებში უკვე ჩაერთო ცოცხალი ძალა. ათობით მეხანძრე- მაშველი სამუშაოებს ამ დრომდე ახორციელებს, თუმცა ხანძრის ლოკალიზება ჯერ არ მომხდარა.

ხანძარი დასახლებული პუნქტიდან  რამდენიმე ათეულ კილომეტრშია, ამიტომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

მსგავსი თემები