ხანძარი შუახევის მუნიციპალიტეტში – დაიწვა საცხოვრებელი სახლი და ათამდე ძროხა

აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბრილში, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი და ათამდე ძროხა დაიწვა.

“აჭარა თაიმსის” ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად სახლში გაჩნდა და კერა მოგვიანებით ბოსელზე გავრცელდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი თემები