დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის სასარგებლოდ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს – ირაკლი კობახიძე

დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის სასარგებლოდ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ,  ვიქტორ ორბანის მიერ შარლ მიშელთან გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის და უნგრეთის მოლაპარაკებები არის ევროკავშირისა და უნგრეთის საქმე.

„ევროკავშირის და უნგრეთის მოლაპარაკებები არის ევროკავშირისა და უნგრეთის საქმე, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილებები მიღებული ევროინტეგრაცისთან დაკავშირებით, მათ შორის უკრაინის სასარგებლოდ, მოლდოვის სასარგებლოდ და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია რომ დადებითი გადაწყვეტიკება იქნეს მიღებული საქართველოს სასარგებლოდ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები