მაღალია ალბათობა, რომ არჩევნებამდე ერთი, ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში – კობახიძე

მაღალია ალბათობა, რომ არჩევნებამდე ერთი, ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ყველამ კარგად იცის, როგორია მისი რეიტინგი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მას კითხვა დაუსვეს, როგორ ფიქრობს, ხომარ გადადგება სალომე ზურაბიშვილი და ჩაერთვება კამპანიაში.

„დღევანდელი სურათი სწორედ ამ ლოგიკას გვკარნახობს. ძალიან მაღალია ალბათობა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი, ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ყველამ კარგად იცის, სინამდვილეში, როგორია ამ ადამიანის რეიტინგი, შესაბამისად, რა შანსი აქვს მას, რაიმე წვლილი შეიტანოს წინასაარჩევნოდ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გაძლიერებაში“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები