,,რეგიონული პლატფორმა 3+3 სულ უფრო პერსპექტიული ხდება” – ლავროვი

,,რეგიონული პლატფორმა 3+3 სულ უფრო პერსპექტიული ხდება”. ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინსიტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან მოლაპარაკებების დროს განაცხადა.

,,ეს არის აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ინიციატივა და ის სულ უფრო ხელშესახები ხდება. საუბარია სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაზე და მათ სამ მეზობელზე. ძალიან პერსპექტიული ფორმატია“, – თქვა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ ფორმატში 3+3 აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი და სომხეთი არიან ჩართულები. საქართველომ ფორმატში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

მსგავსი თემები