ნიკა მელიას სიტყვები იყო, რომ ის პარტიაში დარჩენას არ აპირებდა და ამ პარტიისგან ფერფლს დატოვებდა – ანა წითლიძე

ბოლო წუთამდე ნიკა მელიას ვგულშემატკივრობდი და ბოლოს, მე და ნიკასაც კონფლიქტი რატომ მოგვივიდა – იყო ნიკა მელიას სიტყვები, რომ ის ამ პარტიაში დარჩენას არ აპირებდა და ამ პარტიისგან ფერფლს დატოვებდა – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რომ ბოლო 11 წლის განმავლობაში მასაც არაერთი კონფლიქტი ჰქონია ხელმძღვანელებთან, თუმცა არასდროს უფიქრია პარტიის დატოვება.

,,ბევრ რაღაცას არ ვლაპარაკობ, მაგრამ ბევრი რაღაცა, მათ შორის, საჯარო ქსელებში არის ღია და ყველას შეუძლია ნახოს… იცით რამდენი რაღაც არ მომწონებია ამ 11 წლის განმავლობაში ამ პარტიაში? რამდენჯერ მიჩხუბია პარტიაში ყველა თავმჯდომარესთან იცით? მე და ნიკა მელია, მე და გრიგოლ ვაშაძე, მე და დათო ბაქრაძე როგორ ვჩხუბობდით იცით? ხან პარტიის თავმჯდომარე არ მომწონდა, ხან პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე არ მომწონდა, უდიდესი დაპირისპირება გვქონდა მე და გიგა ბოკერიას, როდესაც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო და არასოდეს არ მიფიქრია რომ პარტია უნდა დამეტოვებინა იმის გამო, რომ ვიღაცასთან რაღაცაში ვერ ვთანხმდებოდი შიგნით და გაუგებრობა მქონდა.  რაც ამ ადამიანებს სჭირთ, სამწუხაროდ, ეს არის ის, რომ საკუთარ პიროვნულ ურთიერთობებს, პიროვნულ წყენებს გადააყოლეს ამ პარტიის ერთიანობა” ,- განაცხადა წითლიძემ ”მთავარი არხის” ეთერში.

მსგავსი თემები