ნაფარეულის ტყეში ხანძარს მეორე დღეა ებრძვიან

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფარეულის ტყეში ხანძარს მეორე დღეა ებრძვიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და ტერიტორიაზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ტყეში ხანძარი გუშინ, 4 დეკემბერს, ფოთოვან ხეებს გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მსგავსი თემები