​ზელენსკი დღეს ამერიკელი სენატორებისთვის დახურულ ბრიფინგს გამართავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ​ზელენსკი დღეს  ამერიკელი სენატორებისთვის დახურულ ბრიფინგს გამართავს.  ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სენატორებს დღეს დახურულ ბრიფინგზე ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიმართავს. ზელენსკი სენატორებს უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და კიევის მხარდაჭერის საჭიროებას გააცნობს.

„ადმინისტრაციამ მოიწვია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რათა მიმართოს სენატორებს ხვალინდელი ჩვენი დახურული ბრიფინგის ფარგლებში, რათა მისგან პირდაპირ მოვისმინოთ, თუ რა დგას რეალურად ამ კენჭისყრის მიღმა“, – განაცხადა შუმერმა.

მიმართვა დაგეგმილია სენატში დაგეგმილ კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე. სენატმა საგარეო დახმარების უზრუნველყოფისთვის 106 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა უნდა განიხილოს, საიდანაც უკრაინისთვის 61 მილიარდ დოლარზე მეტია გათვალისწინებული.

 

მსგავსი თემები