ორბანის წერილის გამო, შარლ მიშელი ჩინეთში ვიზიტს დროზე ადრე შეწყვეტს და ევროკავშირის ლიდერებთან დისკუსიას გამართავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილის გამო შარლ მიშელი ჩინეთში ვიზიტს დროზე ადრე შეწყვეტს.

მედიის ინფორმაციით, შაარლ მიშელი ბრიუსელში დაბრუნდება და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან დისკუსიას გააგრძელებს.

„დაბრუნდება ბრიუსელში, რათა გააგრძელოს დისკუსიები ლიდერებთან წინსვლის გზაზე“,- განუცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა POLITICO-ს.

მანამდე ორბანმა მოუწოდა მიშელს, ევროკავშირის უახლოეს სამიტზე უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები დღის წესრიგიდან ამოეღო.

„პატივისცემით მოგიწოდებთ ამ საკითხზე ევროკავშირის საბჭო არ მოიწვიოთ, რადგანაც თვალსაჩინოა, რომ კონსენსუსი არ არსებობს და ეს გარდაუვალ წარუმატებლობას გამოიწვევს“, – ნათქვამი ორბანის წერილში, რომელიც 4 დეკემბრითაა დათარიღებული.

მსგავსი თემები