ინდოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში წყალდიდობას, სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ციკლონ „მიჩაუნგისგან“ გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთს ხე დაეცა, მეორე  წყალში მოხვედრილი ელექტროკაბელებისგან გადასულმა დენმა იმსხვერპლა, ექვსი ადამიანი კი, მოვარდნილმა წყალმა წალეკა.

დაიტბორა ჩენაის უმსხვილესი აეროპორტი.

საათში 100 კილომეტრით მოძრავი სტიქია დღეს დაატყდა თავს და ჩენაის დასახლება 1.5 მეტრამდე წყალმა დაფარა.

მსგავსი თემები