ჰამასი უარს ამბობს ქალების გათავისუფლებაზე, რაც შეთანხმების ნაწილი იყო – სალივანი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით,  დაჯგუფება ”ჰამასი” უარს ამბობს ქალების გათავისუფლებაზე, რაც მისი თქმით, შეთანხმების ნაწილი იყო.

,,ინტენსიურ სატელეფონო საუბრებს ვაწარმოებთ პარტნიორებთან და ჩართული ვართ უწყვეტ დისკუსიებში. ვცდილობთ, მოვძებნოთ გზა, როგორ ვიმოქმედოთ მძევლებთან დაკავშირებით. ჰამასი უარს ამბობს ქალების გათავისუფლებაზე, რაც შეთანხმების ნაწილი იყო. მისმა უარმა გამოიწვია შეთანხმების და ზავის დასრულებაც”, – განაცხადა სალივანმა.

მსგავსი თემები