ზუგდიდის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” 14-მა წევრმა პარტია დატოვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 14 წევრი პარტია დატოვა. ამის შესახებ  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, მაია კალანდიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია კალანდიას განცხადებით, პარტიაში დამკვიდრდა არადემოკრატიული მმართველობა, რამაც განაპირობა მათი გადაწყვეტილება.

საკრებულოს 22 წევრიდან 14 დეპუტატმა პარტია ნიკა მელიას მიმართ სოლიდარობის ნიშნად დატოვა, რასაც აპარატის 3 თანამშრომელიც შეუერთდა.

ზუგდიდის საკრებულოში  „ნაციონალური მოძრაობიდან“ სულ 22 წევრი იყო.

მსგავსი თემები