დიდ ბრიტანეთში ღორის გრიპის ახალი შტამი ადამიანში პირველად დააფიქსირეს

დიდ ბრიტანეთში ღორის გრიპის ახალი შტამი ადამიანში პირველად დააფიქსირეს. ჯანდაცვის უწყება ვირუსის წარმომავლობის დადგენას ცდილობს.

Influenza A(H1N2)v მსგავსია გრიპის ვირუსების, რომლებიც ამჟამად ცირკულირებენ დიდ ბრიტანეთში ღორებში. ეს არის გრიპის ამ შტამის პირველი აღმოჩენა ადამიანებში დიდ ბრიტანეთში.

ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორებთან პათოგენის მახასიათებლების დასადგენად და ადამიანის ჯანმრთელობისთვის რისკის შესაფასებლად.

რესპირატორული სიმპტომების გაჩენის შემდეგ, პაციენტი ექიმმა 9 ნოემბერს გრიპზე გატესტა. მოგვიანებით, PCR ტესტმა H1N2 გამოავლინა.

„სწრაფად ვმუშაობთ, რათა მივაკვლიოთ ახლო კონტაქტებს და შევამციროთ ნებისმიერი პოტენციური გავრცელება. მიღებული პროტოკოლის მიხედვით, მიმდინარეობს გამოძიება, რათა გავიგოთ, როგორ დაინფიცირდა ეს ინდივიდი და შევაფასოთ, არის თუ არა მასთან დაკავშირებული სხვა შემთხვევებიც“, — აცხადებს UKHSA-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი მეერა ჩანდი.

მსგავსი თემები