ზოგიერთი ქვეყნის პოზიციის მიუხედავად, უკრაინის დახმარებას გავაგრძელებთ – სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ზოგიერთი ქვეყნის პოზიციის მიუხედავად, ალიანსი უკრაინის დახმარებას გააგრძელებს.

,,ნატო-ს წევრები უზრუნველყოფენ მოწინავე რაკეტებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, თანამედროვე საბრძოლო ტანკებს – ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი თანამედროვე დახმარების მაგალითებია. უკრაინას დახმარებას ვუწევთ, რადგან ეს ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებშია. დარწმუნებული ვარ, ნატო-ს მოკავშირეები უკრაინისთვის არსებითი მხარდაჭერის აღმოჩენას გააგრძელებენ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები