სტრესის მოსახსნელად, დიდ ბრიტანეთში ძროხების მოფერების სერვისი დანერგეს

თუ თქვენ ეძებთ უნიკალურ გზას სტრესის შესამსუბუქებლად, დიდ ბრიტანეთში სტრესის მოსახსნელად ფერმაში ძროხების მოფერების სერვისი დანერგეს.

სტრესთან საბრძოლველად მოქალაქეებს იორკშირში მდებარე ფერმის მფლობელები სთავაზობენ. მათი განცხადებით, ეს თერაპია საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სტუმრებს შესაძლებლობა ააქვთ ძროხების მოეფერონ და დავარცხნონ.

ყველა ბილეთი ერთი თვით ადრე უკვე გაყიდულია. ფერმაში ოთხსაათიანი ვიზიტი 58 ევრო ღირს.

მსგავსი თემები