გერმანიაში, პოლიციამ „ჰამასის“ მხარდამჭერების სახლებში რეიდი ჩაატარა

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ „ჰამასის“ მხარდამჭერების სახლებში რეიდი ჩაატარა. ჩხრეკა ოთხ ფედერალურ შტატში, მათ შორის ბერლინშიც ჩატარდა.

„ჩვენ განვაგრძობთ თანმიმდევრულ მოქმედებას რადიკალური ისლამისტების წინააღმდეგ. გერმანიაში „ჰამასისა“ და საერთაშორისო პროპალესტინის ქსელის აკრძალვით, ჩვენ გავგზავნეთ მკაფიო სიგნალი, რომ არ მოვითმენთ „ჰამასის“ ბარბაროსული ტერორის არანაირ მხარდაჭერას ისრაელის წინააღმდეგ“, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა.

 

მსგავსი თემები