რუსებმა ჩერნობაივკა კასეტური რაკეტებით დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობაივკა კასეტური რაკეტებით დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

,,რუსებმა ხერსონის რეგიონში ჩერნობაივკა დაბომბეს. ცნობილი გახდა, რომ თავდასხმა კასეტური ბომბებით განხორციელდა. ამ დროისთვის 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა”, – წერს ერმაკი.

მსგავსი თემები