ფინეთი რუსეთთან ერთის გარდა, ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დახურავს

ფინეთი რუსეთთან თითქმის ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დახურავს. ფინეთის პრემიერ-მინისტრის პიტერ ორლოს განცხადებით, ჩრდილოეთით მდებარე სასაზღვრო პუნქტის გარდა, ყველა დაიხურება.

„დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დამატებითი სასაზღვრო პუნქტების დაკეტვის შესახებ. მხოლოდ რაია-იოზეპის საგუშაგო იფუნქციონირებს“, – განაცხადა ორპომ.

 

მსგავსი თემები