სტომატოლოგთან, კბილის დამუშავების დროს ბავშვი გარდაიცვალა

უკრაინაში, ტერნოპოლში სტომატოლოგიურ საავადმყოფოში 2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვი გარდაიცვალა, ტრაგედიის წინასწარი მიზეზი გულის მწვავე ფილტვის უკმარისობა იყო.

გამოძიება ბავშვის მკურნალობისას ექიმების მიერ პროფესიული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზეა დაწყებული.

სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ ტერნოპოლში, მუნიციპალურ სამედიცინო დაწესებულებაში 13 ნოემბერს, პატარა ბიჭს კბილები დაუმუშავეს, ბავშვი კი ზოგადი ანესთეზიის ქვეშ იმყოფებოდა.

„მკურნალობის დროს არტერიული წნევის დაქვეითების გამო, ბიჭი გადაიყვანეს რეანიმაციაში, სადაც გარდაიცვალა… სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სიკვდილის წინასწარი მიზეზი ფილტვისმიერი გულის მწვავე უკმარისობაა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

მსგავსი თემები