ისრაელსა და ,,ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა

ისრაელსა და დაჯგუფება “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. ცნობილი ხდება, რომ საზავო შეთანხმება 24 ნოემბერს, 07:00 საათზე ამოქმედდება, მძევლების გათავისუფლება კი 16:00 საათზე დაიწყება.

სამინისტროს სპიკერის ცნობით, პარასკევს 13 ქალი და ბავშვი გათავისუფლდება. ოფიციალური კატარი ირწმუნება, რომ გასათავისუფლებელი მძევლების სია “ჰამასმა” ისრაელის დაზვერვას უკვე გადასცა.

 

მსგავსი თემები