,,2024 წლის არჩევნები საქართველოსა და ევროპისთვის გადამწყვეტი იქნება” – კუბილიუსი

,,2024 წლის არჩევნები საქართველოსა და ევროპისთვის გადამწყვეტი იქნება”. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი “ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვიდეომიმართვაში საუბრობს.

,,გამარჯობა საქართველო… ძვირფასო მეგობრებო, ნამდვილად სასიამოვნოა, ყველას მოგილოცოთ ორი მნიშვნელოვანი თარიღი. პირველ რიგში მსურს მივულოცო მთლიანად ქართველ ხალხს და ოპოზიციას ბოლო მიღწევა, როდესაც ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მისცა, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის წინ გადადგმული სტრატეგიული ნაბიჯი არა საქართველოს მთავრობისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის. მეორე რიგში, გილოცავთ ვარდების რევოლუციის 20 წლისთავს. კარგი დამთხვევაა, რომ საქართველო და მთლიანად ევროპის კონტინენტი ამ ორ მნიშვნელოვან მოვლენას ერთდროულად აღნიშნავს… რადგან ვარდების რევოლუცია, 2003 წელს იყო ის, რამაც ძალიან მკაფიოდ აჩვენა მთელ ევროპას, რომ ქართველ ხალხს არ სურს ერთგვარ ნაცრისფერ და ჩრდილოვან პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში დაბრუნება, სადაც უხვად იყო კორუფცია, გაუმჭვირვალობა, კრეპტოკრატია, ოლიგარქიული მმართველობა და კრემლის ძლიერი გზავნილები. ეს რევოლუცია იყო სიგნალი რომ ამ ადგილას, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობას ვუწოდებთ. ხალხს უნდოდა ცვლილება დემოკრატიულ, ნორმალურ, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება.

სწორედ ასე დაიწყო საქართველოსთვის გზა ევროპისკენ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავივიწყებთ მიხეილ სააკაშვილის როლს, როგორც ვარდების რევოლუციის ლიდერის და მისი მთავრობის განხორციელებულ ყველა რეფორმას, რამაც გზა გაუხსნა საქართველოს გამხდარიყო ქვეყანა, რომელიც ევროპისკემ ისწრაფვის. ახლა საქართველოსთვის მარტივი დრო არ არის, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ქვეყანას და მთავრობას დააბრუნებს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. მომავალი წლის არჩევნები იქნება გადამწყვეტი არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის, რადგან ევროპას სჭირდება საქართველო როგორც ქვეყანა, რომელიც არის გამჭვირვალე და ოლიგარქიისა და კრემლის გავლენებისგან თავისუფალი.

ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მიაღწევს ასეთ ახალ გამარჯვებას საქართველოსა და მთლიანად ვეროპისთვის. სწორედ ამიტომ, გაამრჯვების კოალიცია ნამდვილად მნიშვნელოვანია საქართველოს უახლესი მომავლისთვის.

წარმატებებს გისურვებთ და ძალიან ვამაყობთ, რომ საქართველოში გვყავს თქვენნაირი მეგობრები. ველოდებით თქვენს სრულ გაწევრიანებას ევროკავშირში”, – განაცხადა კუბილიუსმა.

მსგავსი თემები