,,ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს, მათ შორის, სანქციებით”- ლექსმანი გინტურის მკვლელობაზე

თამაზ გინტურის შემზარავი მკვლელობა, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების გატაცება, არაკანონიერი დაკავება, წამება, არის რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების პირდაპირი პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე დებატებისას ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა განაცხადა. მისი თქმით, ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს, მათ შორის, სანქციებით. „ჩვენი ძლიერი ტექსტი ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ მხარდაჭერის გამოვლინებაა. მე ფუნდამენტურად ვგმობ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს შემზარავი მკვლელობა, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობის ყველა შემთხვევა, მოქალაქეების გატაცება, არაკანონიერი დაკავება, წამება, არის რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების პირდაპირი პასუხისმგებლობაა. ეს არ მოხდებოდა, რომ არა…

მეტი...

მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს, დაამატოს ახალ სანქციებს მათი გვარები, ვინც პასუხისმგებელია თამაზ გინტურის მკვლელობაზე – ევროპარლამენტარი

მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს, დაამატოს ახალ სანქციებს მათი გვარები, ვინც პასუხისმგებელია თამაზ გინტურის მკვლელობაზე, კრემლს სურს, ისინი შიშში ცხოვრობდნენ და უარი თქვან ევროპულ გზაზე, მხარი დავუჭიროთ მათ და პუტინი დამარცხდება, – ამის შესახებ  სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე დებატებისას ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა. ევროპარლამენტარმა სამძიმარი გამოთქვა თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით. „ძვირფასო კოლეგებო და ძვირფასო ქართველო მეგობრებო, პირველ რიგში, მინდა, სამძიმარი გამოვთქვა თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით. ჩემი ფიქრები თქვენთანაა. მე არ ვასხვავებ ერთი ადამიანის მკვლელობას ათასობით უდანაშაულო ადამიანის მკვლელობისგან, რადგან ყველა დანაშაულს უნდა მოჰყვეს თანაბრად ძლიერი რეაქცია. როდესაც რუსეთმა დაიწყო მეზობელი უკრაინელების მკვლელობა, ჩვენ მივიღეთ მკაცრი რეაგირება სანქციებით. ჩვენს სამეზობლოში კიდევ არის რუსეთის მიერ…

მეტი...

თელავში კაცს ზებრაზე მანქანა დაეჯახა – კაცი ადგილზე დაიღუპა

თელავში, ერეკლე მეორის ქუჩაზე 40 წლამდე კაცს ზებრაზე გადასვლისას მანქანა დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. თვითმხილველების განცხადებით,  რომ მანქანა მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობა.

მეტი...

ევროკომისიის გადაწყვეტილებაში თქვენი დიდი წვლილია, რომ არა 8 მარტის გამოსვლები, ალბათ ცოტა დაფიქრდებოდნენ, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ – პრეზიდენტი ახალგაზრდებს

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას – „ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში მთავარი ძალა ისინი არიან. „ამ ქვეყნის ევროპული მომავალი არის ის, რაც ჩვენ, ყველას გვაერთიანებს და ერთად ვეცდებით, რომ კარი გავუხსნათ მას. ამას ემსახურება ხელმოწერების ეს კამპანია, რომელიც არანაირად არ არის პოლიტიკური კამპანია, ეს არ არის დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ან მიმდინარეობასთან. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისათვის, რადგან დღეს ჩვენ, ყველა კარგად ვგრძნობთ, რომ ჩვენ ამ გზის გადამწყვეტ მომენტში…

მეტი...

პოლონეთში ქართველი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილ  ქართველ კაცს ეძებენ

პოლონეთში ქართველი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ასევე ქართველ კაცს ეძებენ.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა 21 ნოემბერს, 04:00 საათზე, ნაქირავებ სახლში მოხდა. პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, მოკლულ ქალს ჭრილობა კისრის არეში ჰქონდა მიყენებული. დამნაშავე  საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ამ დრომდე ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, სახლი საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ გაქირავებული. მათი თქმით,  “ოთახში შესვლისას ადგილზე მწოლიარე ქალი შენიშნეს. მის თავთან, დანით ხელში, ნიღბიანი მამაკაცი იდგა”. მედიის ინფორმაციიით, დამნაშავემ, სავარაუდოდ, მოწმეებს გაჩუმება მოსთხოვა – ისინი პოლიციამ ჩვენების მისაცემად განყოფილებაში გადაიყვანა.  

მეტი...