რუსებმა ჩერნობაივკა დაბომბეს – დაიღუპა სამი ადამიანი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა ჩერნობაივკა კასეტური რაკეტებით დაბომბეს

მისივე ცნობით, დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა.

,,რუსებმა ხერსონის რეგიონში ჩერნობაივკა დაბომბეს. ცნობილი გახდა, რომ თავდასხმა კასეტური ბომბებით განხორციელდა. ამ დროისთვის 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა”, – წერს ერმაკი.

მსგავსი თემები