ჰამასი დამატებით მოთხოვნებს აყენებს მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაზე – ”ბიბისი”

”ბიბისის” ინფორმაციით, ჰამასმა საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და 50 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, დამატებიტი პირობები წამოაყენა. რას ითხოვს ”ჰამასი” ამ ეტაპზე  უცნობია.

ისრაელის მთავრობიდან წყაროზე დაყრდნობით, მედია იუწყება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, დადებული შეთანხმება შეფერხებულია.

შეთანხმება თავდაპირველად ოთხდღიან ცეცხლის შეწყვეტასა და  50 მძევლის ისრაელის პატიმრობაში მყოფ 150 პალესტინელში გაცვლას ითვალისწინებდა.

 

მსგავსი თემები