ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ცეცხლის შეწყვეტის პროცესი – ისრაელის არმიის სპიკერი

ისრაელის არმიის სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ცეცხლის შეწყვეტის პროცესი.

„ჩვენ მზად ვიქნებით, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა. ამ მომენტში ფოკუსირებული ვართ ომზე. დღეს აღმოვაჩინეთ „ჰამასის“ გვირაბები და გავანადგურეთ ისინი. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაპირებთ უახლოეს საათებში“, – განაცხადა დანიელ ჰაგარმა.

ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმების თანახმად, ისრაელი და „ჰამასი“ შეთანხმდნენ ოთხდღიან პაუზაზე, რათა  ღაზაში მყოფი 50 მძევალი ისრაელში დაპატიმრებული 150 პალესტინელის სანაცვლოდ, გაათავისუფლონ.

 

მსგავსი თემები